“შემოჭრას თუ დააპირებენ, ჩემს მოსაკლავად შემოვლენ” – რა შეტყობინება გააგზავნა ბანკში თაცდამსხმელის შესვლამდე ირაკლი კვარაცხელიამ

სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება, სადაც მძევალს,  ირაკლი კვარაცხელიას შეტყობინება ბანკში თავდამსხმელის შეჭრამდე თითქმის ორი საათით ადრე აქვს გაგზავნილი. მიმოწერაში კვარაცხელია პოლიციის შენობაში შეჭრაზე საუბრობს, სადაც კარგად ჩანს მესიჯის გაგზავნის დრო 12:20 საათი, ხოლო მძევლების აყვანა და სპეცოპერაცია, დაახლოებით 15:00 საათისთვის დაიწყო.
აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის გაკვირვება გამოიწვია. მათი თქმით, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. ისინი იმედოვნებენ, რომ სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდება.
ცნობისთვის, ზუგდიდში სპეცოპერაცია ამ დრომდე, მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები