დმანისში თავდასხმის შედეგად დაჭრილი “ქართული ოცნების” აქტივისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
მიშიკო დაუთაშვილი, რომელიც არის “ქართული ოცნების” აქტივისტი მრავალი წელია, ის არის დაჭრილი ფეხის არეში საკმაოდ მძიმე ჭრილობა აქვს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია- ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა განაცხადა.
“შტაბში შეჭრილმა თავდამსხმელებმა ამოიღეს ცივი იარაღი და ეს ქმედება გადაიზარდა უკვე დაპირისპირებაში. დაპირისპირება გაგრძელდა “ქართული ოცნების” შტაბის ეზოში, რასაც შესაბამისად მოჰყვა რამდენიმე ადამიანის დაჭრა. მიშკო დაუთაშვილი, რომელიც არის “ქართული ოცნების” აქტივისტი მრავალი წელია, ის არის დაჭრილი ფეხის არეში საკმაოდ მძიმე ჭრილობა აქვს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. რაც შეეხება თავდამსხმელებს, როგორც ჩემთვის ცნობილია ეს ადამიანები დაკავშირებული არიან დმანისის საკრებულოს თავჯდომარესთან მერაბ ოქრიაშვილთან რომელსაც დმანისში მეტსახელად ხასიკათი იცნობენ. ეს ადამიანი არის მრავალჯერ ნასამართლევი”, – განაცხადა მეშველიანმა