ზუგდიდში მანქანას, რომლითაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა ექსპერტიზა უტარდება
ზუგდიდში “საქართველოს ბანკიდან” მძევლების დიდი ნაწილი გამოყვანილია. ამ წუთებში, უცნობია დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. ამ წუთებში, მანქანას, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა ექსპერტიზა უტარდება.
ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე, სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ახალ დეტალებს “რეგიონული კვირა” ადგილზე არკვევს.