გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარზე: ეს არის დამარცხებისთვის განწირული აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის პროვოკაცია

როგორ თქვენთვის ცნობილია “ქართული ოცნების” დმანისის შტაბზე დაახლოებით ორი საათის წინ განხორციელდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ცივი იარაღით შეიარაღებული პირების თავდასხმა, – ამის შესახებ “ქარათული ოცნების” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დამარცხებისთვის განწირული აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის პროვოკაცია.

“მსგავსი პროვოკაციების მიზანია დაძაბონ წინასაარჩევნო გარემო, ზიანი მიაყენონ საარჩევნო პროცესს და შექმნან ილუზია არალეგიტიმური საარჩევნო პროცესის. სამწუხაროდ ამ თავდასხმას მოჰყვა მონაწილე პირების ფიზიკური დაზიანება, დაჭრა. დაჭრილია ჩვენი აქტივის წევრი და თავდამსხმელები. იმედი მაქვს რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე გამოიძიებენ ამ თავდასხმას და რაც მთავარია პასუხოსგებაში მიეცემიან არა მხოლოდ თავდამსხმელები, არამედ მათი დამკვეთები და ინიციატორები. ეს არის ძალიან ნაცნობი ხელწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ბოლნისშიც და მარნეულშიც”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ქვემო ქართლში, დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები