ზუგდიდში ბანკის შენობა კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა
რამდენიმე წუთის წინ ზიგდიდში საქართველოს ბანკის შენობა კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა. ბოლო მონაცემებით, უკვე 4 მძევალია გათავისუფლებული.
“რეგიონული კვირის” საქართველოს ბანკის ზუგდუდის ფილიალში დაახლოებით 15მდე მძველალი რჩება.მათთან ერთად იმყოფება თავდამსხმელი. ბანკის მიმდებარე პერიმეტრი და ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადაკეტილია.
ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თუმცა ბანკის მიმდებარე პერიმეტრიდან სპეციალური ჯავშანტექნიკა ცოტა ხნის წინ გაიყვანეს, რაც თავდამსხმელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
უკვე 7 საათია მოლაპარაკება მიმდინარეობს თავდამსხმელთან.
შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები.