საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში საქართველოს ბანკში თავდამსხმელის შეჭრის ფაქტზე განცხადება გაავრცელა.

“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.

ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები”,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები