ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” შენობა კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა

საქართველოს ბანკის შენობა რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა ზუგდიდში . ის ბანკში მომუშავე თანამშრომელია. შენობაში რჩებიან დანარჩენი მძევლები, მათთან ერთად იმყოფება თავდამსხმელი. ბანკის მიმდებარე პერიმეტრი და ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადაკეტილია. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. უკვე რამდენიმე საათია მოლაპარაკება მიმდინარეობს თავდამსხმელთან. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები