ზუგდიდში, „საქართველოს ბანკთან“ დაპირისპირებისას ორი ადამიანი დააკავეს
ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკთან“ შელაპარაკების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს.
ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული მარშის“ წევრები დაუპირისპირდნენ.
ჩხუბში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და “მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა.
სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.