ზუგდიდში ბანკში მყოფ მძევლებს შორის ერთ-ერთი ზუგდიდის მერის ოჯახის წევრია
საქართველოს ბანკში თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილებს შორის ერთ-ერთი ზუგდიდის მერის, გეგა შენელიას ოჯახის წევრიცაა.იგი მერის ბიძაშვილი, ლაშა შენგელიაა. მერის ოჯახში ინფორმაციას ადასტურებენ.
ცნობისთვის, დაახლოებით 2 საათისთვის ზუგდიდში, საქართველოს ბანკში თავმდამსხმელი შეიჭრა, რომელიც შეიარაღებულია. თავდამსხმელს ბანკში 19 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. იგი ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს.
როგორც ადგილიდან “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი იტყობინება, თავდამსხელები 4 ხელყუმბარითა და ტანსკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლი ირაღით არიან შეირაღებული.
“პრაიმტაიმი” მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას განახლებულ რეჟიმში მოგაწვდით.
თავდამსხმელმა პირობების შესასრულებლად პოლიციას 2 საათი მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა.