“ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ ამბიდან პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რაც მარადიორობაა და ყოვლად მიუღებელი” – ირაკლი ჩიქოვანი
ზუგდიდში მიმდინარე პროცესები “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა შეაფასა. მისი თქმით, ახლა მთავარი მძევლების უსაფრხოებაა და არა პოლიტიკური ქულების დაწერის.
“ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ამოცანა, რაც არის მძევლების უსაფრხოდ გამოყვანაა, ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა მივცეთ სამართალდამცავებს სპეცოპერაციის მშვიდობიანად ჩატარების შესაძლებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამართალდამცავები მოქმედებენ კონკრეტული გეგმის შესაბამისად და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დასრულდება მალე და მშვიდობიანად. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ ამბიდან პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რაც მარადიორობაა და ყოვლად მიუღებელი. ასევე მიუღებელია სპეცოპერაციის იმ ფორმით გაშუქება, რასაც აკეთებს ზოგიერთი მედია საშუალება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკრეტული ღონისძიებები და ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი სამართალდამცაცებს”,- განაცხადა ჩიქოვანმა.
მან ასევე შეფასება გააკეთა გიგი უგულავას განცხადებაზე,მისი თქმით უგულავას კომენტარი არაკომპეტენტურია.
“გიგი უგულავას რა გაუკეთებია საგანგებო მდგომარეობის დროს ყველამ კარგად ვიცით. რაზე უნდა ისაუბროს უგულავამ კომპასით დადის ზუგდიდში და მისი უსაფუძვლო განცხადებები არ გვჭირდება. სამართალდამცავები ყველაფერა გააკეთებენ”,- ამბობს ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მძევლად ყავს. ის გამოსასყიდს 500 000 აშშ დოლარს ითხოვს.