ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა. ის ქალაქის მერიაში იმყოფება.
მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერსა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას ხვდება. შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.