“საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს” – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ​ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებისას კონკრეტული მედიასაშუალების ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

“თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად, უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია სამართალდამცველ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხანია მათგან მიჩვეულები ვართ. საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. გამაოგნებელია, რომ მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები