ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

მიმდინარე წელს ფონის თემში 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 169 790.56 ლარი გამოიყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
სოფელ ქვემო ფონაში მდინარეზე, საცალფეხო ხიდის მშენებლობა დასრულდა, სოფელ ქვემო ფონაში ასევე მოეწყო ახალგაზრდებისთვის საფეხბურთო სტადიონი. სოფელ  ქვემო და ზემო ხეჩილში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სანიტარული ზონის სარეაბილიტაციო მუშაოები განხორციელდა. სანიტარული კვანძი მოეწყო სოფელ ფონის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 74 403.05 ლარი გაიხარჯა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ  ზემო ხეჩილში შიდა გზის მოხრეშვის სამუშაოები, ხოლო სოფელ დონაში გარე განათებების სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები