ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა

სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაია, კორონავირუსით დაინფიცირდა, დაინფიცირების წყარო უცნობია. ამჟამად გუბერნატორი სახლში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ.
„გიდასტურებთ, რომ გურიის გუბერნატორს დაუდასტურდა კოვიდ – 19, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სახლის პიროებებში გადის მკურნალობას, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება ჩვენი, თანაშრომლების იზოლაციაში ყოფნას, ნაწილის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი კონტაქტი იმყოფება იზოლაციაში. შენობას გუშინ საღამოს ჩაუტარდა დეზინფექცია“, – განაცხადა ქეთევან მოისწრაფეშვილმა, გურიის გუბერნატორის მოადგილემ.
არის თუ არა დაკავშირებული გუბერნატორის ინფიცირება ე.წ მთავრობის კლასტერთან, ჯერჯერობით უცნობია. წინა კვირის ბოლოს მთავრობამ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა, წარდგენაზე მთავარობის წევრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კორონავირუსი აქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს და ლანჩხუთ – ჩოხატაურის მაჟორიტარს, ნინო წილოსანს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები