სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი .
სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.
მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილ ოჯახზეა გათვლილი.
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
დარჩენილი 6 კორპუსის მშენებლობა ეტაპობრივად – 2021 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, ჯამში – 1800-მდე მაცხოვრებელი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები