კახეთში კოვიდ 19- ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19- ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

რეგიონში ჯამში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხევვებმა 204 – ს მიაღწია.

შეგახსენებთ, დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 14 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები