აჭარაში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა

 

აჭარაში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მედიკოსების თქმით, გარდაცვლილებს კორონავიეუსთან ერთად თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდათ. პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ბიემსის კლინიკაში მკურნალობდნენ.

,,გარდაიცვალა 90 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში. მისი დიაგნოზი
პნევმონია – COVID 19;
გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული გიპერტენზია;
გადატანილი ინფარქტი;
გადატანილი ინსულტი იყო.

გარდაიცვალა ასევე 62 წლის ქალი, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა,
დიაგნოზით, COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;
თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი).

ასევე 75 წლის კაცი, რიმელიც ასევე ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
გარდაცვალების მიზეზი პნევმონია – COVID 19;
გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება;
არტერიული ჰიპერტენზია.

გარდაცვლილი 81 წლის
დიაგნოზი: პნევმონია – COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია.
78 წლის, რესპუბლიკური საავადმყოფო
გარდაცვალების დრო – 20.10.2020
დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;

73 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო
გარდაც დრო 20.10.20 02:00
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება,პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სმუ
თანმხლები: მენინგიომა, პოლინეიროპათია

მეშვიდე გარდაცვლილი კი 54 წლის კაცია. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში
კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით, თირკმლის მწვავე უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიიყ, გულის ათეროსკლეროზული დაავადებით შეიგვანეს”,-ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები