თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავრუსით 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის თქმით, პაციენტს სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა.