ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა – 9 გამოჯანმრთელდა
24 საათის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი დაემატა, ხოლო 9 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 70 პაციენტი მკურნალობს.
” დაგვემატა 12 ინფიცირებული პაციენტი, ხოლო 9 გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა. 4
პაციენტი გვყავს კრიტიკულად მძიმე, ხოლო 9 სტაბილური”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 11 პაციენტის ლაბორატორიულ კვლევას ელოდებიან.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 182- მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.