ავარია წალენჯიხაში – დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, 5 წლის ბავშვმა გზის სავალ ნაწილზე მეორე მხარეზე გადასვლის მიზნით გადაირბინა, რა დროსაც მძღოლმა მანქანის დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, დაშავებულ ბავშვს შუბლის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანს თბილისში გადასაყვანად ამზადებენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მიერ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები