მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, კერძოდ:
• კურზუ – გასართობი ცენტრის და გარე განათების მოწყობა;
• დობერაზენი – გარე განათების და მინი სტადიონის მოწყობა, წლის ავზის შეძენა;
• სანაჭყებიო – გარე განათების და სტადიონთან გასახდელის მოწყობა;
• გოდოგანი – გზის მოხრეშვა და წყლის მილების შეძენა;
• საბერულაო – აღმართზე ბეტონის საფარის დაგება, წყლის მილების შეძენა;
• დღვანა – გზის მოხრეშვა და ცხაურის მოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. მუნიციპალიტეტში შემავალ 74 სოფელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იხრეშება გზები, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები, ეწყობა გარე განათება, ხიდ-ბოგირები, ტრანსპორტის მოსაცდელები და სხვ.