ბექა ლილუაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა სწრაფად გამოვიდეთ ამ პანდემიური მდგომარეობიდან და სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა

ჩვენი მთავარი ამოცანაა სწრაფად გამოვიდეთ ამ პანდემიური მდგომარეობიდან, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა რუსთავში „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვლაპარაკობთ არა მხოლოდ დღეს და არა მხოლოდ დაპირებებით რომელსაც ჩვენ ვამბობთ ჩვენივე პროგრამის ფარგლებში არამედ კონკრეტული შედეგებით და თუ მიაქციეთ ყურადღება სწორედ ჩვენ მიერ მიღწეული შედეგებით დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი პრეზენტაციები და თითოეულ პრეზენაციას, თითოეულ ბლოგს ჰქონდა ყველა ის შედეგი, რასაც ჩვენ ბოლო რვა წლის განმავლობაში – 2012 წლიდან მივაღწიეთ.
რას ვთავაზობთ მცირე და საშუალო მეწარმეებს? ყოველთვის ვამბობდით ჩვენ და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც შეიმუშავა მცირე და საშუალო ბიზნეს სტრატეგია, რომელიც ძალიან კარგად უნდა იყოს თქვენთვის ცნობილი, სადაც პირდაპირ არის მოცემული ყველა ის პრობლემა და პრობლემის გადაჭრის გზა რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აწუხებს. რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან რაც ქვეყანაში არსებობს მთავარი გამოწვევა მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით ეს არის კოვიდპანდემია და ჩვენი მთავარი ამოცანაა სწრაფად გამოვიდეთ ამ პანდემიური მდგომარეობიდან, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა იმისთვის, რომ შემდგომ უკვე გამოვიყვანოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მათ შორის კოვიდის დასამარცხებლად მოვიფიქრეთ ეკონომიკის გადარჩენის კუთხით და ეს არის მაგალითად რომ მოვიყვანოთ იგივე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. იგივე საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელიც სწორედ იმისთვის იყო რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ესარგებლა , იგივე გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, აწარმოე საქართველოს სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ. ეს არის ყველა ის ინსტრუმენტი რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები