კომპანი „სოკარი“ ლაგოდეხში თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობას იწყებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კომპანია „სოკარი“ საბავშვო ბაღის მშენებლობას იწყებს, რომელსაც სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. მშენებლობის დაწყების პროცესი დღეს კომპანიის დირექტორმა,როვნაგ აბდულაევმა, სოკარის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა – ვაგიფ ალიევმა, პარტია „ქართული ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სოფლისთვის საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას საჭიროებდა და „სოკარის’’ აღნიშნული, კერძო ინვესტიცია მისასალმებელია.
„კომპანია „სოკართან“ ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ, სოციალური და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში, ასე რომ ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება არის დღევენდელი ღონისძიებაც, მშენებლობის დაწყება. ინფრასტრუქტურული პროექტები რა თქმა უნდა მთავარი მიმართულებაა, რაც რეგიონში აქტიურად ხორციელდება, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში 4-ჯერ მოხდა ფაქტიურად ზრდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრია და 100 ბავშვზეა გათვლილი. გარდა 4 საკლასო ოთახისა, ინფრასტრუქტურა ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს მოიცავს. ასევე, შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 720 000 ლარია.