სამცხე-ჯავახეთს ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი ეწვია
ისრაელის ელჩი, რან გიდორი სამცხე-ჯავახეთს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილსაც შეხვდა .
როგორც თავად ისრაელის ელჩი ამბობს, ჩამოსვლის მიზანი რეგიონის გაცნობაა. ის დღესვე შეხვდება ახალციხისა და ბორჯომის მერებს. გარდა ამისა, რან გიდორი შეხვედრას გამართავს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კოლეჯ „ოპიზარში“ და ახალციხის თეატრში.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვესტუმრე სამცხე-ჯავახეთს. პირველად ამ რეგიონში 20 წლის წინ ვიმყოფებოდი ოჯახთან ერთად. ახლა კი აქ სამუშაო ვიზიტით ვარ ჩამოსული. გავეცნობი რეგიონის ღირსშესანიშნაობებს და კულტურას“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ისრაელის ელჩმა.
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა.