სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა მედპერსონალს უკავშირდება

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 6- ახალციხეში, 2 კი – ასპინძაში გამოვლინდა.
დარჩენილი ერთი ინფიცირებული კი ხულოს რაიონიდანაა, რომელიც კარანტინს ახალციხეში გადიოდა. ცნობისთვის,
რეგიონში თვითიზოლაციას სულ 657 პაციენტი გადის, 602 პირი კი საკარანტინე სივრცეებშია გადანაწილებული. სამცხე-ჯავახეთში, დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 29-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები