ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ორმოცდაათ ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება საზეიმო ვითარებაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ფრეზეთის დევნილთა დასახლებას ამ დრომდე საბავშვო ბაღის საკუთარი შენობა არ გააჩნდა.შენობა ერთსართულიანია და ის ყველა იმ საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი, რაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ესაჭიროებათ.
ახლად აშენებული საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას მცხეთა- მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე, დანიის დევნილთა საბჭოს წარმომადგენლები, დევნილთა და ეკოემიგრანტთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი -ბესარიონ სიმონიშვილი,მოადგილე – გიორგი მანჯავიძე და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ესწრებოდნენ.

„ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში წლების განმავლობაში პატარები კოტეჯში სწავლობდნენ,დღეს კი თქვენ ხედავთ ახალ ევროპული სტანდარტების შენობას,სადაც ბავშვებს ყველა პირობა დახვდებათ იმისთვის,რაც საჭიროა მათი განვითარებისთვის,“-განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა,ასევე მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს იაპონიის საელჩომ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.შენობა ინვენტარით აღჭურვა დანიის ლტოლვილთა საბჭომ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები