სენაკში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
სენაკის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, 50 წლამდე კაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.