კახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთვევა დაფიქსირდა

კახეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19- ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს.
რეგიონში ჯამში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 184-ს მიაღწია.
კორონავირუსი დაუდასტურდა  ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს, რის გამოც სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
შეგახსენებთ, დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 15 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები