სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალ ადმინისტრაციულ შენობაში სოფლის ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე და მერის წარმომადგენლის სამუშაო კაბინეტი მოეწყობა.
პროექტი გარდამავალია, სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდება.
სამუშაოებს ხულოს მერიის დაკვეთით შპს ,,ალიგატორი 1“ აწარმოებს, რომლისთვისაც თვითმართველობის ბიუჯეტიდან 371 136 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები