ქუთაისში გარდაცვლილი ორი კოვიდინფიცირებულიდან ერთი ბინაზე მკურნალობდა

ქუთაისში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

საშუალო ასაკის ქალი ბინაზე მკურნალობდა. კოვიდინფიცირებულები იყვნენ მის ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, სასწრაფო ორჯერ გამოიძახეს, თუმცა ქალის კლინიკაში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე გარდაცვლილი კი კლინიკა ბომონდში მკურნალობდა. 70 წლის
კაცი კლინიკაში 3 ოქტომბერს, დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. მამაკაცს ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები