ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ბაისუბანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 762 280 ლარით ფინანსდება და ახალი ბაღი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
სოფელ პატარაგორში მე-2 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. 2 797 მეტრი გზის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 574 000 ლარი შეადგინა.
წყალსადენი მაგისტრალი მოწესრიგდა სოფელ მსხალგორში, სოფელ პატარაგორში კი სანიაღვრე არხი მოეწყო. სოფელ ქვემო მსხალგორში ახალგაზრდებისათვის სკვერი და მინი სტადიონი მოეწყო. ფეხბურთის სტადიონის ღობე რეაბილიტირდა სოფელ ბაისუბანში. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 57 542.04 ლარია გამოყოფილი.
დასრულდა გარე განათებების სამონტაჟო სამუშაოები სოფელ ბაისუბანში. სანიტარული კვანძი მოწესრიგდა მსხალგორის საჯარო სკოლებში და სოფელ ბაისუბნის საბავშვო ბაღში. მიმდინარე წელს ბაისუბნის თემში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 606 298.2 ლარი დაიხარჯა.