ანტირეკორდი შიდა ქართლში – კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა რეგიონში

შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების ანტირეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და კორონავირუსი 64 პირს დაუდასტურდა. ამასთან, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ინფექციის გავრცელების გამო უკვე დაიკეტა და დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას 7 სკოლა.
ამჟამად, შიდა ქართლში სულ 225 კოვიდინფიცირებულია, მათგან ნაწილი ბინაზე მკურნალობს. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. თვითიზოლაციაშია გადაყვანილი 916 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები