სამეგრელოში კოვიდინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდ, 7 გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშიდან კორონავირუსი 68-ს გამოუვლინდა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია ღრმა ეპიდკვლევა.

“39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 29 კი ცხელებით და სხავადსხვა სიმპტომებით მისული პაციენტებია. 7 შემთხვევა გვაქვს ფოთში, ასევე 7 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ასევე ოთხი შემთხვევაა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია. 1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც თბილისის მკვიდრია და კოვიდი დაუდასტურდა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 232 ადამიანი”, – განაცხადა თორიამ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები