ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კოვიდდადებითი 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი მკურნალობს.
“24 საათის განმავლობაში დაგვემატა 12 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. გვყავს
3 კრიტიკულად მძიმე, ხოლო 9 სტაბილური”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა 173-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა და კოვიდინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.