ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიუროს ხელმძღვანელოს ვარლამ გობეჯიშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან დიმიტრი მხეიძემ გადაწყვიტა, არ დაიკავოს ადგილი, რომელიც, შესაძლოა, უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფს დაჭირდებს. დაინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.