საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 153-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.