ახალქალაქში სასწრაფოს 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 12 თანამშრომლისგან კორონავირუსზე აღებული ანალიზის პასუხები დღეს გახდა ცნობილი. 12-ვე მათგანი ვირუსითაა დაინფიცირებული. ისინი თვითიზოლაციის პერიოდს საკუთარ სახლებში გადიან.
ახალქალაქის სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერის ინფორმაციით, ექიმების ინფიცირების წყარო ჯერჯერობი უცნობია. ერემ ეზოიანის თქმით, ყველა ინფიცირებულს აქვს ვირუსის სიმპტომები. მხოლოდ ერთი ადამიანის მდგომარეობაა მძიმე და ის უკვე გადაიყვანეს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.