ახალციხეში სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში კორონავირუსით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაინფიცირდა. 13 ადამიანს შორის არიან ექიმები, ექთნები და მძღოლები.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ დროისათვის ახალციხეში სამედიცინო დაწესებულებების სულ 13 თანამშრომელია ინფიცირებული.