ხობში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგისა და ქალაქ ხობის დამაკავშირებელი 10- კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
გზის შეკეთების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. გზის კეთილმოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 983 ათას ლარამდე დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „New Road” აწარმოებს