გორში პროექტის “ისწავლე წარმატებისთვის” მეორე ეტაპი მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემი’’ ახორციელებს პროექტს ,,ისწავლე წარმატებისთვის’’. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, პროექტი ორიენტირებულია სკრის თემის დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსწავლე-ახალგაზრდებზე.
ამჟამად პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პრაქტიკულ სწავლებას თექის, ქარგვის, კრაფტის, კულინარიისა და კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით.
პროექტის I ეტაპზე მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტების წერის, ღონისძიებების დაგეგმვისა და პრეზენტაციის, ფონდების მოძიებისა და გუნდურობის შესახებ. დასკვნით ეტაპზე კი დაგეგმილია საინფორმაციო-შემეცნებითი ვიზიტები გორის მუნიციპალიტეტის პროფესიულ სასწავლებლებსა და მოქმედ საწარმოებში.
პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების ფარგლებში 12-17 წლის მოტივირებულმა ახლგაზრდებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების შესახებ, რაც მათ შემდგომში საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარებათ.