ლენტეხში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9 მდე გაიზარდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა გოგი ონიანმა განუცხადა.
ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ცხრა ინფიცირებულიდან ერთი ლენტეხის მერიის თანამშრომელია, სამი სასწრაფო დახმარების სამსახურის მძღოლი და ორი მედდა, დანარჩენი 5 კი მათთან კონტაქტებში მყოფი ადამიანები. ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირებული ცხრა პირიდან სამკურნალო სტაციონარში 3 პაციენტი იმყოფება, დანარჩენი პაციენტები ვირუსის უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო, სახლში, მკაცრი იზოლაციის პირობებში მკურნალობენ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 69 ადამიანი იმყოფება.