მარნეულში საბავშვო ბაღის ორ აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულის N3 საბავშვო ბაღის ორ აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ამ ეტაზე, ინფიცირებული ბავშვების კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციაშია გადასული.
“გუშინ ერთი შემთხვევა იყო მესამე საბავშვო ბაღში. ერთი ოჯახის ორი ბავშვი დადიოდა ამ სააღმზრდელო დაწესებულებაში და ორივეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ისინი მარტო პარასკევს იყვნენ ბაღში და იმ დღეს ვინც იყო იმ ჯგუფებში მოსული ყველა გადავიდა თვითიზოლაციაში. ოთხი თანამშრომელიც გადავიდა თვითიზოლაციაში, მეთორმეტე დღეს პისიარ ტესტი ჩაუტარდებათ და ამის შემდეგ გადაწყდება ჯგუფს გახსნის საკითხი”, – გვითხრა ზაურ ქარამოვმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღის აღმზრდელს კორონავირუსის 16 ოქტომბერს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები