გარდაბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
ქვემო ქართლის რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწობის სამუშაოებს გაეცნენ.
აქტიურ ფაზაშია სოფელ ნორიო-მარტყოფის დამაკავშირებელი ასევე, სოფელ მუღანლოს ცენტრალური გზის მშენებლობის პროცესი. პროექტის თანახმად, ჯამში, 4 კილომეტრი გზის მონაკვეთზე, ასფალტის საფარი ეწყობა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფინდიდან 1 195 277 ლარით ფინანსდება. საავტომობილო გზა ექსპლუატაციაში, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ შევა. აღნიშნულ ლოკაციებზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე, არასოდეს ყოფილა.