კორონავირუსის გავრცელების გამო გორის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლა დაიკეტა
გორის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლა დაიკეტა – სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო გადადის. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გორის მეცხრე, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლებში სწავლა 2 კვირით შეწყდება. ამავე ქალაქში უკვე დაკეტილია მე-3 საჯარო სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი 26 ოქრომბრიდან განახლდება.
“ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ რეჟიმზე რჩება გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებს. ჩვენ უკვე გაცემული გვაქვს რეკომენდაციები და სკოლები იცავენ ჯანდაცვის სმინისტროს მიერ შემუშავე ულ ყველა ნორმას. ვცდილობთ მოსწავლეთა ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული და თავიდან ავირიდოთ რისკები” – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შიდა ქართლში 192 ინფიცირებულია. მათ შორის 53 ბინაზე მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 919 პირი.