რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
“ რუსთავში გუშინ საღამოს 3 შემთხვევა დაგვემატა და ამ დილით კიდევ 3. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები”, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში. კორონავირუსის 78 შემთხვევა გამოვლინდა.