ცაგერში კოვიდინფიცირების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსი სოფელ ნასპერის მკვიდრს, 83 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა მიაწოდა.მისივე თქმით, ხანდაზმულმა მამაკაცმა ცაგერის კლინიკას ცხელებით და ზოგადი სისუსტის სიმპტომებით მიაკითხა.
„ მამაკაცი მოთავსდა სპეციალურად გამოყოფილ ბოქსირებულ კაბინეტში, მისი ანალიზები გაიგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში და წუხელ გვიან მივიღეთ პასუხი, რომ ის კოვიდითაა დაინფიცირებული. ეს ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების მეოთხე შემთხვევაა”,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
ეპიდემიოლოგებმა და სპეციალისტებმა შესაძლო კონტაქტების მოძიება და კვლევები დილიდან დაიწყეს.