კახეთში დღემდე კორონავირუსის 181 შემთხვევა დადასტურდა – ეპიდვითარება რეგიონში
კახეთის რეგიონში დღემდე კოვიდ 19- ის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
“კახეთში სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: ახმეტაში -21, გურჯაანში -24, დედოფლისწყაროში -5, ყვარელში -36, სიღნაღში – 26, ლაგოდეხში -23, თელავში- 45, საგარეჯოში – 1,
ინფიცირებულთაგან 31 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 85 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 5 იმყოფება კარანტინში, 60 პირი გამოჯანმრთელდა. არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა “,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს კოვიდ 19 დაუდასტურდა, რონელსაც კონტაქტი თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან ქონდა და სკოლა დღეიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.