ზუგდიდისა და ფოთის საბავშვო ბაღებში კორონავირუსი აღმზრდელებს დაუდასტურდათ -სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

ზუგდიდის მე-17 ბაღსა და ფოთის მე-6 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, რადგან ბაღის აღმზრდელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინფექცია ასევე დაუდასტურდა პირველი მაისის საჯარო სკოლის ორ მასწავლებელსა და ერთ მოსწავლეს, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა. „რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია. დღეს გამოვლენილ ინფიცირებულთა შორის არიან, ზუგდიდის მე-17 ბაღის აღმზრდელი და ფოთის მე-6 ბაღის აღმზრდელი, ასევე ხობის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლის 2 პედაგოგი და 1 მოსწავლე, აღნიშნულიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია”, – განაცხადა მალხაზ თორიამ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, რეგიონში გამოვლენილ შეთხვევებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ასევე პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა ზუგდიდის ბაზარში, სადაც გუშინ კორონავირუსის 33 შემთხვევა დაფიქსრიდა. “36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 21 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 15-ზე კი მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა. 3 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ორი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ერთი კი ახალი შემთხვევაა. 4 შემთხვევა გვაქვს ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამზე კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 5 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ხუთივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. თითო შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში და სენაკში, რომელიც უკვე დადასტრებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან”, – განაცხადა თორიამ. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, კლინიკაში მკურნალობის კურსს 114 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 232 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები