იმერეთში 925 გამოკვლეული ნიმუშიდან 99 დადასტურდა
იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 925 ნიმუში იქნა აღებული, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ 99 ადამიანს დაუდასტურდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საწოლფონდის პრობლემა არ არის.
“დღეის მდგომარეობით, იმერეთში 99 შემთხვევა გვაქვს. შემთხვევები უკვე დადასტურებულის კონტაქტებია, ამ დროისთვის საყურადღებო წყარო არ გვაქვს.
დღეს დაგვემატა ახალი კოვიდსასტუმრო და ასევე კოვიდკლინიკები”,- განაცხადა შალამბერიძემ. იმერეთში, კოვიდკლინიკებში 600-მდე, ხოლო კოვიდსასტუმროებში 200-მდე პაციენტი მკურნალობს.
კარანტინშია 1500-მდე ადამიანი.