კორონავირუსით სენაკში 88 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა.

თორიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცს, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადება აწუხებდა.

“სენაკის მუნიციპალიტეტში, კლინიკა “სენამედში” 88 წლის მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა გულსისხძარღვთა დაავადება გარდაიცვალა გუშინ დღის სამ საათზე. მას კოვიდინფექცია ჰქოდნა დადაატურებული და მკურნალობმა ამ ვირუსს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

დღეს სამეგრელოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უმეტესობა მათგანი ადრე ინფიცირებულთა კონტაქტები არიან, ხოლო 15 მათგანი კი ცხელების ცენტრში თვითდინებით მისული პაციენტები არიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები